logo
ENG



რუსეთმა უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის 188 დრონი გაუშვა - 76 განადგურებულია

26 ნოე 202412:29
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/26/j1t5igzregbrbyk.jpg

ღამით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატების რეკორდული რაოდენობა, 188 დრონი გაუშვა, აქედან უკრაინის საჰაერო ძალებმა 76 ჩამოაგდო, 95 კი დაიკარგა.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 5 უპილოტო საფრენი აპარატი ბელარუსში გაფრინდა.

რუსულმა არმიამ დრონები ორელის, ბრიანსკის, კურსკისა და პრიმორსკო-ახტარსკის ოლქებიდან გაუშვა.

უკრაინის საჰაერო ძალებმა ვინიცკის, კიევის, ჩერკასის, კიროვგრადის, ჩერნიგოვის, სუმის, ხარკივის, პოლტავის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, ჩერნოვიცკის, ტერნოპოლის, რევენის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ოდესისა და ნიკოლაევის ოლქებში გაანადგურა.

თავდასხმა საზენიტო სარაკეტო ჯარებმა, რადიო ლოკაციური ბრძოლის ქვედანაყოფებმა, ავიაციამ, უკრაინის შეიარაღებულმა და საჰაერო თავდაცვის ძალების მობილური ცეცხლის ჯგუფებმა მოიგერიეს.

"სამწუხაროდ იერიშის შედეგად რამდენიმე რეგიონში დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი შენობები. ამ წუთის მონაცემებით არავინ დაშავებულა". – წერია საჰაერო ძალების განცხადებაში.


close დახურვა