logo
ENG



თსუ-ის სტუდენტები: არ ვერთვებით სააუდიტორო პროცესში - ვიცავთ ევროპულ მომავალს!

29 ნოე 202414:14
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/29/hcaucezuiu6iltm.jpg

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები განცხადებას ავრცელებენ, რომლის თანახმადაც, სააუდიტორიო პროცესში არ ერთვებიან და სასწავლო პროცესის დროებით შეჩერებას მოითხოვენ.

როგორც თსუ-ის სტუდენტების განცხადებაშია აღნიშნული, "გუშინდელი დღე კიდევ უფრო ცხადად აჩვენებს, რომ მშვიდობიანი პროტესტის საპასუხოდ არაპროპორციული ძალის გამოყენება, მოქალაქეებზე ფიზიკური ანგარიშსწორება და პირად სივრცეში ჩარევა ხდება ნორმა".

"გუშინ, 28 ნოემბერს, ჩვენ კიდევ ერთხელ შევესწარით ძალადობის ფაქტებს მშვიდობიან მოქალაქეებზე, რომლებიც აპროტესტებდნენ იმ განცხადებებს, რაც ჩვენს ევროპულ მომავალზე უარის თქმად შეგვიძლია აღვიქვათ. ეს მხოლოდ ინდივიდების ან ჯგუფების წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებად არ განიხილება - ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული გზის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ, სტუდენტები, ღრმად ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას ქვეყნის მომავლის წინაშე. ჩვენი არჩევანი ევროპაა, ეს არჩევანი ჩვენი თავისუფლების, ღირსებისა და განვითარების გზაა. სამწუხაროდ, გუშინდელი დღე კიდევ უფრო ცხადად აჩვენებს, რომ მშვიდობიანი პროტესტის საპასუხოდ არაპროპორციული ძალის გამოყენება, მოქალაქეებზე ფიზიკური ანგარიშსწორება და პირად სივრცეში ჩარევა ხდება ნორმა. ეს ყველაფერი ჩვენგან მოითხოვს არა გულგრილობას, არამედ აქტიურ მოქალაქეობრივ პოზიციას.

სწორედ ამიტომ მივმართავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოსა და ყველა პასუხისმგებელ პირს: ჩვენ არ ვერთვებით სააუდიტორო პროცესში და მოვითხოვთ სასწავლო პროცესის დროებით შეჩერებას, რადგან ამ ვითარებაში შეუძლებელია სტუდენტების ყურადღების კონცენტრირება განათლებაზე. შუალედური გამოცდებისა თუ საუნივერსიტეტო ცხოვრების გაგრძელება იმ ხარისხით, რაც აკადემიურ პროცესს სჭირდება, ამ პირობებში წარმოუდგენელია.

ასევე მოვუწოდებთ ჩვენს ლექტორებს: თქვენი სიტყვები და იდეები, რასაც აუდიტორიებში გვიზიარებთ, სწორედ ახლა უნდა იქცეს ქმედებად. ის ღირებულებები, რომლებიც გვასწავლეთ, დღეს ჩვენ გვერდით ყოფნასა და საერთო ბრძოლაში მონაწილეობას მოითხოვს. დღეს სტუდენტების ბრძოლა მხოლოდ სტუდენტური საქმე არ არის. ეს არის საერთო ეროვნული არჩევანი - ევროპა თუ უკან დაბრუნება? ჩვენ ვიცავთ იმას, რასაც ჩვენი ქვეყანა წლების განმავლობაში ოცნებად განიხილავდა — ევროპულ მომავალს, რომელიც დღეს უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას. ჩვენ თსუ-ს სტუდენტები ვიაზრებთ, რომ ის, რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება ეწინააღმდეგება ყველა იმ ღირებულებას, რომელსაც თსუ განასახიერებს ისტორიის განმავლობაში.

ვალდებულები ვართ, მოვითხოვოთ ის, რაც ეკუთვნის ჩვენს ქვეყანას: მშვიდობა, თავისუფლება და ევროპული ოჯახში ღირსეული ადგილი. სოლიდარობა და მადლობა ჟურნალისტებს, ასევე სხვა ქალაქებში გაფიცულ სტუდენტებსა და რაც მთავარია 40-ზე მეტ გუშინ ღამით დაკავებულ მოქალაქეს, ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ", - წერია განცხადებაში.

განცხადებაზე ხელმომწერი სტუდენტები:

1. დავით ნეფარიძე

2. სალომე არაბული

3. თეკლა გაბუნია

4. გვანცა სეთურიძე

5. ლიკა მიხელიძე

6. ანა რუხაია

7. ანანო გვილია

8. ვანო გომურაშვილი

9. ირაკლი ზოიძე

10. გიორგი ხაჩიძე

11. მარიამ დოლიაშვილი

12. მარამ ქარქაშაძე

13. მარიამ გორხელაშვილი

14. ევა რუაძე

15. ნინო გომურაშვილი

16. ცისია ოსაძე

17. დაიანა ნადირაძე

18. კახა ჯაფარიძე

19. ირმა ჩხეიძე

20. გიორგი ღარიბაშვილი

21. ანა სურმანიძე

22. მარიამ ჩოხელი

23. ნინო ოტიაშვილი

24. საბა კვიჟინაძე

25. ქრისტინე შონია

26. დიტო ბელქანია

27. ანა ლომთაძე

28. ნინი კოსტავა

 

სია განახლებადია


close დახურვა