logo
ENG



ტოროშელიძე: ჩვენს საქმეს ჯანსაღ გარემოში გავაკეთებთ და არა იმ მარაზმში, რაც ახლა ხდება

01 დეკ 202411:30
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/01/g2mqg3zpk864ezv.png

მუსიკოსი სოფო ტოროშელიძე, რომელიც ტელეკომპანია იმედის მუსიკალური პროექტების პროდიუსერია, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ მისთვის ახლა ყველაზე არასწორია, რომ საკუთარი საქმიანობა მარტივად გააგრძელოს. 

მისივე თქმით, საკუთარ საქმეს ჯანსაღ გარემოში გააკეთებს და არა იმ მარაზმში, რაც ახლა ხდება. 

"როგორც იცით, უკვე 15 წელია, რაც ძალიან ბევრი საერთაშორისო და ადგილობრივი სატელევიზიო მუსიკალური პროექტის პროდიუსერი ვარ. დაახლოებით 3 წელია არცერთი არხის თანამშრომელი არ ვარ. ვისაც ტელევიზიაში უმუშავია კარგად იცის შიდა სამზარეულო - არის საინფორმაციო დეპარტამენტი და ფროდაქშენი, რომლებიც საბოლოოდ ერთმანეთის მაყურებლით საერთო რეიტინგს ქმნიან.

ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, მიწევს არხის რეიტინგს ვემსახურო - არც თუ ისე ცუდად. ამ მომენტში მინდა ვისაუბრო იმ სოფო ტოროშელიძეზე, რომელიც ემსახურება იმ არხის რეიტინგს, რომელიც ჩემთვის მიუღებელ, არნახულ მარაზმსა და საშინელ პროპაგანდას ეწევა. ვიცი ამ განცხადებით რა პრობლემასაც ვიქმნი, თუმცა ჩემი მორალი და ის, რაც ცხოველებისგან განგვასხვავებს - ნამუსი, მეუბნება, რომ ახლა ყველაზე არასწორია, რომ ეს ყველაფერი ასე მარტივად გავაგრძელო და გავაკეთო.

გაქცევა ყველაზე მარტივი გამოსავალია და ეს რომ გვინდოდეს ძალიან მარტივად გავაკეთებდით. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყანას ინახავენ. ჩვენს საქმეს ჯანსაღ გარემოში გავაკეთებს და არა იმ მარაზმში, რაც ახლა ხდება", - განაცხადა სოფო ტოროშელიძემ.


close დახურვა