logo
ENG



კობახიძის მტკიცებით, ოთხ წელში საქართველოში საშუალო ხელფასი 3 500 ლარამდე გაიზრდება

02 დეკ 202411:42
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/02/oyfxf1zpa1rlibz.jpg

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ოთხ წელში ქვეყანაში საშუალო ხელფასი 3 500 ლარს გადააჭარბებს. 

ამასთან, კობახიძემ განაცხადა, რომ ოცნების პროგრამის მიხედვით, დაგეგმილია 200 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა, რაც, მისივე თქმით, სავსებით რეალურია.

"აბსოლუტურად რეალურია, რომ 4 წელიწადში შეიქმნება 200 000 ახალი სამუშაო ადგილი. შესაბამისად, 4 პროცენტიან ნიშნულს ჩამოცდება უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში, რაც არის საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე დაბალი მაჩვენებელი. ესეც არის, მართალია, ამბიციური მიზანი, მაგრამ აბსოლუტურად განხორციელებადი და შესრულებადი. საშუალო ხელფასი 4 წლის თავზე გაიზრდება 3 500 ლარამდე, დღევანდელი მაჩვენებელი არის უკვე 2000 ლარზე მეტი, თუმცა ზრდა ამ კუთხით არის მნიშვნელოვანი და 3 500 ლარს გადააჭარბებს 4 წლის თავზე ჩვენი პროგრამის თანახმად საშუალო ხელფასი", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმინისტრი თვლის, რომ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად შემცირდება სიღარიბეც - მისი მიზანია, რომ 4 წლის თავზე სიღარიბე 4%-ს ჩამოცდეს.

"რა თქმა უნდა, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად შემცირდება სიღარიბეც და ჩვენი ამბიციური და შესრულებადი მიზანია სიღარიბე ჩამოცდეს 4%-ს 4 წლის თავზე, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ. ამისთვის მნიშვნელოვანია მთელი რიგი პროექტების განხორციელება, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერება", - განაცხადა კობახიძემ.


close დახურვა