როგორია მდგომარეობა კორონავირუსით ინფიცირების კუთხით რეგიონებში - 1 კოვიდინფიცირებული პაციენტი გადაიყვანეს სამეგრელოდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში, კლინიკაში ასევე მოხვდა ორი ადამიანი ბოლნისის რაიონის სოფელ მუშევიდანაც. სოფელში უკვე 28 პირია ინფიცირებული, ბოლნისში კი ინფექცია 120 ადამიანის აქვს დადასტურებული.
სასწრაფო დახმარების 36 თანამშრომლის ანალიზის პასუხს ელოდებიან ხარაგაულში. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მედიკოსებს ტესტირებები გეგმურად ჩაუტარდათ. გეგმურ შემოწმებებს უტარებენ ფოთში მებაჟეებსა და ფარმაცევტებსაც.
რაც შეეხება აჭარას, ბათუმის კლინიკა მედალფა 2-მა პაციენტმა დატოვა. უახლოეს დღეებში კი კიდევ რამდენიმე ადამიანის გაწერაც იგეგმება.