აქტივისტი დოდი ხარხელი დააკავეს.
Facebook-ზე ვრცელდება ვიდეო, რომელის მიხედვითაც, დოდი ხარხელმა ბავშვი საბავშვო ბაღში დატოვა და ამ დროს ის პოლიციამ დააკავა.
მანამდე, ლევან წიკლაურმა Facebook-ზე დაწერა, რომ დოდი ხარხელის სახლთან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მივიდნენ.
ამ წუთებში დოდი ხარხელის სახლთან და ბინაში პოლიცაა მობილიზებული. უცნობია, რა ტიპის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.