წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი, წიწაკის სპრეი, ადევნება, ფიზიკური ანგარიშსწორება და დაკავება მე-6 ღამეს დედაქალაქში ვითარება ისევ უცვლელია. საპოლიციო ძალები აქციის მონაწილეებს სასტიკად არბევდნენ. მთელი ღამის განმავლობაში მოქალაქეებს დიდი რაოდენობით ცრემლმდენი აირის ყუმბარებს ესროდნენ. ყუმბარებს ისროდნენ შენობების სახურავებიდანაც. პროტესტის მონაწილეები სპეცრაზმს გამოტყორცნილ ყუმბარებს უკან უბრუნებდნენ. ცრემლმდენი აირის საპასუხოდ მოქალაქეები სპეცრაზმელებს პიროტექნიკას ესროდნენ. ღამეს არ ჩაუვლია დაკავების გარეშეც.