მოძრაობა დაფიონის ინფორმაციით, მათი დამფუძნებელი და ლიდერი ზვიად ცეცხლაძე დააპატიმრეს. დაკავების მიზეზები და სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
დღეს დილიდან შსს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ოფისში ჩხრეკისთვის შევიდა. პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა და უგონო მდგომარეობაში გადაიყვანა ნიკა გვარამია.
გარდა ამისა, ჩხრეკისთვის შევიდნენ ჯგუფ "დაიტოვეს" ადმინისტრატორებთან ილია ღლონტთან და ნენსი ვოლანდთან. სავარაუდოდ ჩხრეკები მიმდინარე საპროტესტო აქციებს უკავშირდება.