რონდელის ფონდის მკვლევარი, ვატო ბჟალავა დიღმის იზოლატორში გადაიყვანეს. მას სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ამის შესახებ ფორმულას ნათია ჩიქოვანმა უამბო.
ჩიქოვანის თქმით, ამ დრომდე, ბჟალავას ადვოკატთან არ უსაუბრია.
ნათია ჩიქოვანის ცნობით, ვატო ბჟალავა აქტიურად არის ჩართული საპროტესტო აქციებში, მათ შორის, ის რუსულ კანონსაც აპროტესტებდა.
***
12 დეკემბერს, ნათია ჩიქოვანის ინფორმაციით, რონდელის ფონდის მკვლევარი აბაშიძის ქუჩიდან გაიტაცეს.
"აბაშიძეზე, გაიტაცეს ვატო ბჟალავა, თავის ცუგას ასეირნებდა და ძაღლი ხეზე მიაბმევინეს (!!!) სახლშიც არ ააყვანინეს, ისე გაიტაცეს. არ არის ორთაჭალაში და ვეძებთ!!!!", - წერს ჩიქოვანი.