logo
ENG



სოციალური მუშაკები და თსუ-ის სტუდენტები საპროტესტო მსვლელობას მართავენ

13 დეკ 202420:59
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/13/ezesr70rf5tsjxg.jpg
ზანდა გედენიძე

ამ წუთებში, თსუ-ის პირველი კორპუსიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ლექტორების, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მარში მიმდინარეობს.

პარალელურად, იმავე ლოკაციიდან სოციალური მუშაკების მარშიც იმართება - ისინი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.

დღეს, თბილისში 20-მდე სხვადასხვა აქცია და მსვლელობა გაიმართა - IT, HR, ტრენერების, ფინანსური სფეროს, მარკეტერების, PR-სა და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლების გაერთიანებულმა მსვლელობამაც რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლა.

აქციის მონაწილეები მიმდინარე აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

 

 


close დახურვა