ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, კიასტუსის ბუდრისის განცხადებით, ლიეტუვამ კიდევ 17 ქართველი პოლიტიკოსი დაასანქცირა, მათ შორის, ირაკლი კობახიძეცაა. ამის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა მინისტრმა X-ზე გაავრცელა.
"#ლიეტუვა დგას #ქართველი ხალხისა და მათი ევროპული ოცნების გვერდით.
ესტონეთთან კოორდინაციით, ჩვენ გავაფართოვეთ სანქცირებული ქართველი პოლიტიკოსების სია კიდევ 17 პირის დამატებით, მათ შორის, პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძეა.
ჩვენ არ შევეგუებით მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის მიმართ ძალადობას და ჩაგვრას.
დროა ერთობლივი #ევროკავშირის დონეზე მოქმედებისთვის!", - წერს კიასტუსის ბუდრისი.
***
ასევე, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას ცნობით, ესტონეთმა ოცნების კიდევ 14 წევრს, მათ შორის ირაკლი კობახიძეს, სანქციები დაუწესა.