ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ომის შედეგად განადგურებული უკრაინის აღდგენას 100 წელი დასჭირდება.
მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერებას მთელი ძალისხმევით ცდილობენდა ამ მხრივ მცირე პროგრესიც არის.
"უყურებ ზოგიერთ ქალაქს და არც ერთი შენობა არ დგას. ეს არის 100 წლიანი რეკონსტრუქცია - 100 წელი დასჭირდება ამის აღდგენას და ვერასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო. რა სირცხვილია. ეს არასდროს არ უნდა მომხდარიყო. პრეზიდენტი რომ ვყოფილიყავი, ეს ომი არ იქნებოდა.
ვცდილობთ, შევაჩეროთ ის საშინელი ომი, რომელიც მიმდინარეობს უკრაინაში. მცირე პროგრესი გვაქვს. საზიზღრობაა. ადამიანები კლავენ ერთმანეთს იმ დონეზე, რომელიც არავის უნახავს. ერთადერთი, რაც აჩერებს ტყვიას, არის სხეული, ადამიანის სხეული. ჯარისკაცების რაოდენობა, რომლებიც ორივე მხრიდან იღუპებიან, ასტრონომიულია. მსგავსი არაფერი მინახავს. მსგავსი არავის არაფერი უნახავს", - აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, ტრამპმა დააანონსა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებს გეგმავს.