გერმანიამ სავიზო შეზღუდვები დაუწესა აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია საუბარი.
განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის, ვის ეკრძალებათ ქვეყანაში შესვლა.
"დღეს გერმანიამ დააწესა [ქვეყანაში] შესვლის აკრძალვა 9 პირის მიმართ, რომელთაც ეკისრებათ მთავარი პასუხისმგებლობა საქართველოში აქციის მონაწილეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობაზე. მშვიდობიანი პროტესტის უფლება ადამიანის ერთ-ერთი უნივერსალური უფლებაა, მისი დაცვა კი ჩვენი პასუხისმგებლობაა", - ნათქვამია განცხადებაში.