logo
ENG



"დავიბედოთ ერთმანეთი" - მოქალაქეები 19:00 საათზე რუსთაველზე კვლავ შეიკრიბებიან

02 იან 202514:21
3 წუთის საკითხავი
 
2025/01/02/tr52zpir31n95sc.jpg

დღეს, 2 იანვარს, 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები კვლავ შეიკრიბებიან. 

"2 იანვარს დავიბედოთ ერთმანეთი.

წელს დავინახეთ ის, რაც სცადეს, რომ დაგვვიწყებოდა: საქართველოს ჰყოლია თავისუფალი, ღირსეული, ამაყი, პატრიოტი მოქალაქეები, რომლებიც არ იღლებიან და არ ნებდებიან.

ამ დღეს მადლიერება გამოვხატოთ ერთმანეთისადმი და კიდევ ერთხელ გავიმეოროთ:

- თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!

- ვითხოვთ ახალ არჩევნებს!", - ნათქვამია ინფორმაციაში.


close დახურვა