logo
ENG



სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე კიდევ 3 საჯარო მოხელე საუბრობს

02 იან 202517:37
3 წუთის საკითხავი
 
2025/01/02/zdfdb5bj9tjsb55.jpg

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს 3 თანამშრომელი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლებაზე საუბრობს.

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ხელმძღვანელი ნათია ალიაშვილი სამსახურიდან გათავისუფლებას "მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან და თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებას" უკავშირებს.

დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის უფროსი ნინო ტყეშელაშვილიც გათავისუფლებას მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებულ ღიად გამოხატულ პოზიციის დაფიქსირებას უკავშირებს.

სამსახურიდან გათავისუფლებაზე პრობაციის ეროვნული სააგენტოს განრიდებისა და მედიაციის დეპარტამენტის უფროსი კობა ბარამიაც წერს.


close დახურვა