logo
ENG



დეპორტაცია საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის

05 იან 202520:16
3 წუთის საკითხავი
 

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოდან მასობრივად აძევებენ. მიზეზი პროევროპულ აქციებში მონაწილეობაა. რეჟიმის რეპრესიული პოლიტიკა კი ასე მუშაობს - თავდაპირველად სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს ადმინისტრაციული წესით აკავებენ, რის გამოც ქვეყნიდან უშვებენ. კანონით კი ადმინისტრაციული წესით დაპატიმრება არ შეიძლება გახდეს დეპორტაციის საფუძველი. საქართველოს იმ ადამიანებსაც ატოვებინებენ, ვისაც შემთხვევით, რუსთაველის გამზირზე აქციების დროს გაუვლია.


close დახურვა