უწყვეტი პროტესტის 381-ე დღეს თბილისში ფილარმონიიდან პარლამენტის შენობის მიმართულებით მსვლელობა იმართება.
"ოცნების" პოლიციამ მსვლელობის მონაწილეებს ტროტუარისა და სამანქანო გზის გადაკეტვის საშუალება მისცა.
მსვლელობას ასევე შეუერთდა ქალთა მარში, რომლებმაც მანამდე აქცია ევროკავშირის საელჩოსთან გამართეს.
