ჰელსინკის კომისიის თავჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოს საკითხზე საფრანგეთის პრეზიდენტისა და დონალდ ტრამპის ერთობლივ მუშაობას მოუთმენლად ელოდება.
მისივე თქმით, მადლობელია, რადგან მაკრონმა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ ქართველი ხალხისა და სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას მხარი დაუჭირა
"მადლობელი ვარ, რომ ემანუელ მაკრონმა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ ქართველი ხალხისა და სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას მხარი დაუჭირა. მის მუშაობას დონალდ ტრამპთან მოუთმენლად ველი, რადგან ეს რეალობად იქცეს". - წერს უილსონი X-ზე.
6 იანვარს, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ პლატფორმა X-ზე განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოში დემონსტრანტებისა და სალომე ზურაბიშვილის გამბედაობას აფასებს. ამასთან, მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში ახალი არჩევნები შეიძლება პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი იყოს.
ამასთან, გუშინ, საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსეთის მზარდი აგრესიის კონტექსტში მეზობელი ქვეყნების მიმართ საქართველოც ახსენა და თქვა, რომ რუსეთის აგრესია ვნახეთ "საქართველოში საარჩევნო პროცესების დესტაბილიზაციის გზით და ბიულეტენების ყუთებში ჩაყრით".