უკრაინამ რუსეთში, სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში, ნავთობის ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია Telegram-ზე გავრცელდა. მოგვიანებით კი ფაქტი ოლქის გუბერნატორმა, რომან ბუსარგინმაც დაადასტურა.
ადგილობრივების განცხადებით, მათ ქალაქში 25 ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს.
სარატოვის ოლქის გუბერნატორის განმარტებით, ნავთობის ბაზაზე ხანძარი ჩამოგდებული უკრაინული დრონების ნამსხვრევების შედეგად გაჩნდა.
ენგელსში არის აეროდრომი, სადაც განთავსებულია TU-95 სტრატეგიული ბომბდამშენები, რომელსაც უკრაინამ დრონებით არაერთხელ შეუტია.