logo
ENG



კოლსი: ვესაუბრე პრეზიდენტ ზურაბიშვილს, მან დეტალურად აღწერა საგანგაშო ვითარება საქართველოში

09 იან 202521:47
3 წუთის საკითხავი
 
2025/01/09/8qqdvod6n0jzi9u.jpg

9 იანვარს ევროპარლამენტარი რიჰარდ კოლსი სალომე ზურაბიშვილის ესაუბრა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილსა და ევროპარლამენტარებს აქტიური კოორდინაციისა და ჩართულობისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ინფორმაცია რიჰარდ კოლსმა X-ზე გაავრცელა.

"დღეს საქართველოს სხვა მეგობრებთან ერთად ვესაუბრე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. მან დეტალურად აღწერა საგანგაშო ვითარება საქართველოში, სადაც რეჟიმი ძალაუფლების კონსოლიდაციას და ავტორიტარული მმართველობისკენ მიდის. საკანონმდებლო ზომები - მათ შორის, საჯარო სამსახურის შესუსტება, რათა ის ერთგულებით დააწყოს და საპროტესტო აქციის მონაწილეთა ოჯახების მიზანმიმართვა - ტაქტიკას ასახავს პირდაპირ კრემლის წიგნიდან.

ეს არის სახიფათო კურსი, რომელსაც მივყავართ რეპრესიულ მმართველობამდე და ძალზედ ძნელია უკან დახევა მას შემდეგ რაც დამკვიდრდება. მე მოვუწოდე პრეზიდენტსა და პარლამენტარებს აქტიური კოორდინაციისა და აქტიური ჩართულობისკენ ამ ტრაექტორიის დასაძლევად", - წერს კოლსი.


close დახურვა