logo
ENG



ბათუმში მოქალაქეებს აკავებენ - დაკავებულებს შორის არიან ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე

12 იან 202520:52
3 წუთის საკითხავი
 
2025/01/12/6v1diz3k2hk6p50.jpg

პოლიცია ბათუმში აქციაზე მოქალაქეებს აკავებს. დაკავებულებს შორის არიან ცვლილებებისთვის წევრები ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე.

ადგილზე ხმაურია. ელენე ხოშტარია პლაკატის გაკვრას ცდილობდა, რასაც პოლიციელებთან დაპირისპირება მოჰყვა.

პარტიის ერთ-ერთი წევრის ბაჩი მექვაბიშვილის თქმით, პოლიციელები ვერ განმარტავენ, რატომაა დაკავებული გიორგი კირთაძე. რამდენიმე წუთის წინ დააკავეს დროას წევრი, შუშანა მაცაბერიძე და ძლიერეი საქართველოს წევრი ლუკა ნაცვლიშვილი.

 


close დახურვა