logo
ENG



ბათუმის სასამართლომ ვაჟა დარჩიას და მალხაზ ირემაძეს 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

14 იან 202500:56
3 წუთის საკითხავი
 
2025/01/14/l3y9275r44iy94s.png

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ვაჟა დარჩიას და მალხაზ ირემაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ირემაძე და დარჩია 11 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს.

ვაჟა დარჩია ძლიერი საქართველოს წევრია.

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 11 იანვარს აქციაზე დაკავებულ კიდევ სამ მოქალაქეს: ნოდარ ფრანგიშვილს, ოთარ ქათამაძეს და მათე ცენტერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.


close დახურვა