logo
ENG



რესტორან ბაბილოსთან დაკავებულ აქტივისტებს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ

14 იან 202521:44
3 წუთის საკითხავი
 
2025/01/14/drsn9lsmfi92zi6.png

მოსამართლეების შეკრების პარალელურად რესტორან ბაბილოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულ აქტივისტებს, რომელთა საქმეებსაც თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს განიხილავდა, პატიმრობა შეეფარდათ.

ისინი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.

ბექა პაპაშვილს - 15 დღიანი, ზურაბ მანჩხაშვილს - 13 დღიანი, დენის ბულკაშვილს - 14 დღიანი, ტიტე გედენიძეს, კახა ჯაფარიძეს, გიორგი ჩაჩანიძეს და გიორგი რობაქიძეს - 10-10 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.


close დახურვა