logo
ENG



გეტბერგი: შვედეთ-საქართველოს საპარლამენტო ჯგუფი საქართველოს პარლამენტთან კონტაქტს წყვეტს

17 იან 202513:44
3 წუთის საკითხავი
 
2025/01/17/reiunbkujxh74to.jpg

შვედეთის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს ასამბლეის წევრის, გუსტავ გეტბერგის განცხადებით, საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფმა გადაწყვიტა საქართველოს პარლამენტთან კონტაქტი შეწყვიტოს.

ამის შესახებ ინფორმაცია გეტბერგმა X-ზე დაწერა.

"შვედეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველა კონტაქტი საქართველოს პარლამენტთან. ჯგუფი ეწინააღმდეგება ახალი პრეზიდენტის არაკონსტიტუციურ დანიშვნას და საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებას. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ", - წერს გეტბერგი.


close დახურვა