logo
ENG



თემქაზე პოლიციამ საპროტესტო აქციის 6 მონაწილე დააკავა

18 იან 202517:16
3 წუთის საკითხავი
 
2025/01/18/8rip6x4fuy4354r.jpeg

საპოლიციო ძალებმა საპროტესტო აქციის 6 მოქალაქე თემქის პოლიციასთან ნიღბის ტარებისთვის დააკავა.

მოქალაქეები სარაჯიშვილის მეტროდან თემქის პოლიციის შენობასთან მივიდნენ.

ჯგუფ დაიტოვეში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ნიღბის ტარებისთვის დაკავებული მოქალაქეების ვინაობა ცნობილია.

"თემქაზე დაკავებული აქტივისტები: სონა კალანდაძე; გურამ მაცხონაშვილი; მარიამ პაიჭაძე; თამარა ჩუმაშვილი; რომან აკოპოვი; კიდევ ერთი მარიამი, ნიღბის ტარების გამო", - ვკითხულობთ ჯგუფ დაიტოვეში.

საპროტესტო აქციის მონაწილეების მხრიდან ისმოდა შეძახილები "ძირს ოლიგარქია", "ძირს საპოლიციო რეჟიმი".


close დახურვა