logo
ENG



ჰამასმა სამი ისრაელელი მძევალი წითელ ჯვარს გადასცა

19 იან 202519:33
3 წუთის საკითხავი
 
2025/01/19/vwnjme06oj5vb6o.png

ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, ჰამასმა სამი მძევალი - რომი გონენი, ემილი დამარი და დორონ შტეინბრეხერი წითელ ჯვარს გადასცა.

ეს არის მძევლების პირველი გადაცემა მას შემდეგ, რაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა.

მძევლები 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ ტყვეობაში იყვნენ. ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ოფიციალურად დღეს ამოქმედდა.

ზავი ადგილობრივი დროით 11:15 საათზე ამოქმედდა, თავდაპირველად გამოცხადებულ დროზე 3 საათით გვიან.

 

close დახურვა