logo
ENG



ოკრიბელაშვილს და მეფარიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ, ციხეში კიდევ 10 თვეს გაატარებენ

20 იან 202513:18
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: მზია საგანელიძე/რადიო თავისუფლება

400-ლარიანი ჯებირის დაზიანების საქმეზე დაკავებულ ომარ ოკრიბელაშვილსა და საბა მეფარიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. ისინი საპატიმროში კიდევ 10 თვეს გაატარებენ.

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, მათ სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ, 1 წლით თავისუფლების აღკვეთა კი პირობით მსჯავრად ჩაეთვლებათ.

ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს ჯებირების დაზიანების ბრალდებით დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს.


close დახურვა