logo
ENG



რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულ ბუბუტეიშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

20 იან 202515:15
3 წუთის საკითხავი
 
2025/01/20/wgqqxh2t68s8muz.jpg
ფოტო: პუბლიკა

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულ 20 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. 

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მოსამართლის გადაწყვეტილებას პუბლიკა ავრცელებს.

დაკავების მომენტში ბუბუტეიშვილი 19 წლის იყო.

პროკურატურა მას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლისთვის ქვის სროლას ედავებოდა, რის შედეგადაც მან დაზიანება მიიღო. ასევე, ედავებოდნენ ჭიშკრის დაზიანებას, რამაც 500 ლარის ოდენობის ზიანი გამოიწვია.


close დახურვა