logo
ENG



სავიზო შეზღუდვა რეჟიმს

24 იან 202520:52
3 წუთის საკითხავი
 

ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები ვიზის რიგში ჩადგებიან. დიპლომატიური პასპორტების მფლობელები ევროკავშირში უვიზოდ ვეღარ იმოგზაურებენ. ბევრს ვიზაც ვეღარ დაეხმარება, რადგან სულ უფრო მეტი ქვეყანა ინდივიდუალურად ასანქცირებს ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლებს. დიპლომატიური პასპორტების მოქმედების შეჩერებას სახელმწიფოებმა ელჩების დონეზე უკვე დაუჭირა მხარი. ორშაბათს კი მინისტრები დაამტკიცებენ. დიპლომატიური პასპორტების მფლობელთა რიცხვში არიან - ეგრეთ წოდებული პრემიერი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, სუსის უფროსი და სხვები.


close დახურვა