logo
ENG



ხვალ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში საქართველოს საკითხს განიხილავენ

26 იან 202518:14
3 წუთის საკითხავი
 
2025/01/26/uaeofwgnuobnvlc.jpg

ხვალ, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრებენ.

ამასთან, საგარეო საქმეთა საბჭო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას განიხილავს და ევროკავშირისა და აშშ-ს ურთიერთობების შესახებაც იმსჯელებს.

მინისტრები ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის სირიაში, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსაც განიხილავენ.

 

 


close დახურვა