ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ინფორმაცია ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი დაახლოებით 2 საათის წინ გაჩნდა. ცეცხლი 5 ათას კვადრატულ მეტრზე იყო გავრცელებული.
სავაჭრო ცენტრის მთელი ტერიტორიიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა - შემთხვევის შედეგად არავინ დაშავდა.
წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთი მაღაზიის საწყობის ელექტროგაყვანილობიდან გაჩნდა.