logo
ENG



ივანიშვილი VS ბაჩიაშვილი - დაჩქარებული სასამართლო განხილვა

31 იან 202521:05
3 წუთის საკითხავი
 

მთავარი მტკიცებულება გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ოლიგარქის დავაში. "ფორმულამ" მოიპოვა ხელშეკრულება, რომლითაც დასტურდება, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა ივანიშვილის ბანკისგან ხუთი მილიონი სესხის სახით მიიღო. ოფიციალურ დოკუმენტში ოლიგარქი ინვესტორი არაა, რასაც პროკურატურა ამტკიცებს. ივანიშვილის ყოფილი ფინანსისტის წინააღმდეგ საქალაქოში სხდომები დაჩქარებულად, თითქმის ყოველდღე იმართება. განხილვა დღესაც დაიხურა, რასაც დაცვის მხარე ბრალდების აბსურდულობის დამალვის სურვილით ხსნის. ოფიციალური დოკუმენტის ნაცვლად, ბრალდება სამთავრობო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა. 


close დახურვა