logo
ENG



ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი მოამბიდან ჩახსნაზე: მენეჯმენტისგან ამაზე გადაწყვეტილება არ ვიცი

04 თებ 202500:57
3 წუთის საკითხავი
 
2025/02/04/f51s1g00wx2cmbi.jpg

მოამბის ტელეწამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ამბობს, რომ ეთერიდან ჩახსნაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ ამ დროისთვის არ იცის.

ფორმულამ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს ჰკითხა, ადასტურებს თუ არა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის საზოგადოებრივი მაუწყებლის 18:00 საათიანი მოამბიდან ჩახსნეს.

"მენეჯმენტისგან ამის შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილება არ ვიცი, შესაბამისად, ვერც დავადასტურებ, ვერც უარვყოფ. უნდა შევხვდე, მე თვითონაც მაინტერესებს საკითხის გარკვევა. ველოდები კომუნიკაციას", - ამბობს ის. 

 

 


close დახურვა