ქვეყანაში პოლიტპატიმრების რაოდენობა იზრდება, რეჟიმის რეპრესიები გრძელდება - ადმინისტრაციული წესით დაკავებულები გამოუშვეს, მაგრამ მაშინვე დააკავეს და ახლა სისხლის სამართლის მუხლი წაუყენეს. ამ ეტაპზე ლაპარაკია 8 პირზე. რეჟიმი თბილისის გასასვლელთან აქციამდე 1 დღით ადრე გამკაცრებული ნორმების საფუძველზე მოქმედებს. ამასთან, ე.წ. ხელისუფლებამ ტაქტიკა თავად აქციის დღესაც შეიმუშავა - დემონსტრანტები პოლიციასთან შეთანხმებით გადაადგილდებოდნენ ადგილზე, მაგრამ შემდეგ პოლიციამ პირობა დაარღვია და მოულოდნელად ანგარიშსწორება და დაკავებები დაიწყო. ახლა სწორედ ამ დაკავებულებს ედავებიან სისხლის სამართლის დანაშაულს.
დიქტატურა და ტერორი სახელმწიფოს სახელით
04 თებ 202520:07
3 წუთის საკითხავი
