მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგში ექიმთა კონსილიუმი შიმშილობის 26-ე დღეს ერთვება. პირველი პოლიტპატიმარი ქალი მესამე დღეა საავადმყოფოში იმყოფება. არ არის გამორიცხული ჟურნალისტი ხვალაც კვლევების გასაგრძელებლად კლინიკაში დატოვონ. საგანგაშო მდგომარეობაა და ყოველთვის შეიძლება გართულდეს - აცხადებს “ვივამედის” კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე. "ბათუმელებმა" და "ნეტგაზეთმა" წამოიწყო კამპანია იმის დასადასტურებლად, რომ ამაღლობელი ნამდვილად პოლიტიკური პატიმარია. გამოცემამ გაიხსენა მსოფლიოს ლიდერებთან დაკავშირებული ინციდენტები, მაგალითად ემანუელ მაკრონის შემთხვევა, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტს სახეში სილა გააწნეს, მოქალაქეს მხოლოდ 4 თვიანი პატიმრობა შეუფარდეს.
მზია ამაღლობელს კი რეჟიმი 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ემუქრება. მედიამენეჯერის მხარდამჭერი აქცია ხვალ მთავრობის ადმინისტრაციასთან 19 საათზე დაიგეგმა.