ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 9 პირის სასამართლო პროცესი იწყება .26 იანვარს ქუთაისში მოსამართლის სახლთან საპროტესტო შეკრების გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხრა ადამიანს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა, მათ შორის ჟურნალისტ ხვიჩა ვაშაყმაძეს, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს, მუსიკოს ნინო ქათამაძეს, ფსიქოლოგ მაია ცირამუას, ფსიქოლოგ ქეთევან ფილაურს, მასწავლებელ ლადო აფხაზავას, ჟურნალისტ ეკა კუხალაშვილს, სამოქალაქო აქტივისტ ირინა ზარანდიას, ლანჩხუთის საკრებულოს წევრ გივი ცინცაძეს.