logo
ENG



24 თებერვალს ევროსაბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტები კიევს ეწვევიან

20 თებ 202517:55
3 წუთის საკითხავი
 
2025/02/20/73skymh5o65qbrg.png

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოსტა და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი 24 თებერვალს კიევს ეწვევიან. ამის შესახებ ინფორმაცია კოსტამ X-ზე გაავრცელა.

"ორშაბათს, 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავია.

მე, გადავწყვიტე ამ დღეს ჩავიდე კიევში ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა გმირი უკრაინელი ხალხისა და დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ", - წერს კოსტა.


close დახურვა