logo
ENG



სტამბოლში შეერთებული შტატებისა და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა დასრულდა

27 თებ 202518:43
3 წუთის საკითხავი
 
2025/02/27/xkuofltpq8479w4.jpg

სტამბოლში ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა.

შეხვედრა, რომელიც ორ ქვეყანაში საელჩოების მუშაობის პრობლემების საკითხს ეხებოდა, რომელიც 6 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის, ТАСС-ის ინფორმაციით, დელეგაციებმა შეხვედრის ტერიტორია მედიასთან კომენტარის გაკეთების გარეშე დატოვეს.

ვინ მონაწილეობდა მოლაპარაკებებში უცნობია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მონაწილეები "მაღალი დონის დიპლომატები" და "ექსპერტები იყვნენ.

აშშ-მა და რუსეთმა წინა მოლაპარაკებები 18 თებერვალს ერ-რიადში გამართეს. მხარეებმა განიხილეს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრისთვის მზადება და უკრაინაში ომის დასრულება. მოლაპარაკებების დროს რუსეთი და შეერთებული შტატები შეთანხმდნენ აღადგინონ საელჩოების რაოდენობა მოსკოვსა და ვაშინგტონში, ასევე დიპლომატიური მისიების მუშაობა განაახლონ.


close დახურვა