
საქართველოს რკინიგზა იმ რეისების ჩამონათვალს ავრცელებს, რომლებიც 28 თებერვალს შესრულდება და ამასთან, მოხსენიებულია ის რეისებიც, რომელიც გაუქმდება.
28 თებერვალს შესრულდება შემდეგი რეისები:
- №802/801 თბილისი-ბათუმი-თბილისი;
- №804/803 თბილისი-ბათუმი-თბილისი;
28 თებერვალს, უამინდობის გამო, გაუქმებული რეისები:
- №870/869 თბილისი-ზუგდიდი-თბილისი;
- №3874/873 თბილისი-ფოთი-თბილისი;
- №618/617 თბილისი-ბირჯომი-თბილისი;
- №686/685 თბილისი-ბორჯომი-თბილისი;
"აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს რკინიგზის რეისები ყველა მიმართულებაზე ეტაპობრივად განახლდება. კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური სრულად აგინაზღაურდებათ", - წერია განცხადებაში.