logo
ENG



ჰანტერ ბაიდენი:ხალხს, რომელსაც ეთიკური პრინციპები არ გააჩნიათ, საშუალება მივეცი მამაჩემისთვის ევნოთ

16 ოქტ 201912:33
3 წუთის საკითხავი
 
k46sa8ztho5w5au.jpg

ჰანტერ ბაიდენმა მედიას პირველი ინტერვიუ მისცა  მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა უკრაინის ხელისუფლებას კომპანია „ბურისმასთან" მისი კავშირის გამოძიება სთხოვა.

ABC-სთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ უკანონო არაფერი გაუკეთებია, თუმცა ნანობს რომ პოლიტიკური მდგომარეობა სათანადოდ ვერ შეაფასა. ჰანტერ ბაიდენის თქმით, შოკი ჰქონდა, როდესაც ვოლოდიმერ ზელენსკისთან დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბრის დეტალები შეიტყო.

„იმ ხალხს, რომლებსაც ეთიკური პრინციპები არ გააჩნიათ, შესაძლებლობა მივეცი განეხორციელებინათ უკანონო ქმედებები და  მამაჩემისთვის ევნოთ. ჩემი შეცდომა ეს იყო და ამაზე პასუხისმგებელი ვარ,"  - აღნიშნა ჯო ბაიდენის შვილმა.  


close დახურვა