logo
ENG



მელონი: გაერთიანებულ სამეფოსა და იტალიას შეუძლიათ საკვანძო როლი შეასრულონ ხიდების შენებაში

02 მარ 202517:50
3 წუთის საკითხავი
 
2025/03/02/ej1y1k00bxx3es2.png

გაერთიანებულ სამეფოსა და იტალიას შეუძლიათ, საკვანძო როლი შეასრულონ ხიდების შენებაში, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტრამერთან ლონდონში თავდაცვის სამიტამდე შეხვედრისას განაცხადა.

იტალიის ლიდერის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, თავიდან იქნას აცილებული დასავლეთის გაყოფის რისკი. მან ასევე განაცხადა, რომ სურს უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობა იხილოს.


close დახურვა