logo
ENG



მეტროში მოქალაქეზე თავდასხმისთვის ორ პირს პატიმრობა განესაზღვრათ

07 მარ 202520:00
3 წუთის საკითხავი
 
2025/03/07/1reeop6c5hqe1bf.png

2024 წლის 16 დეკემბერს, მეტროში მომხდარ ძალადობის ფაქტზე 2 პირია დაკავებული.

დამნაშავე პირებს ერთს 1 წლით და 9 თვით, ხოლო მეორეს 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისის მეტროში ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 16 დეკემბერს, მეტროში მგზავრობისას ბრალდებულები დაზარალებულს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით ( ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის) წარედგინათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ერთ პირს 1 წლით და 9 თვით, ხოლო მეორეს 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა",- წერია განცხადებაში.


close დახურვა