logo
ENG



აქციების დროს დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი 24 მარტს გაიმართება

12 მარ 202517:44
3 წუთის საკითხავი
 
2025/03/12/pwd82ybfribe1t8.jpg

საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული 8 პირის: ზვიად ცეცხლაძის, ვასილ კაძელაშვილის, ვეფხია კასრაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილისა და გიორგი გიორგაძის შემდეგი სასმართლო პროცესი 24 მარტს 12:00 საათზე გაიმართება. 

დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს  პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ხოლო დაკავებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

 


close დახურვა