logo
ENG



ჭავჭავაძეზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ გელა უძილაურს პატიმრობა შეეფარდა

19 მარ 202513:11
3 წუთის საკითხავი
 
2025/03/19/pfk3hskzal0ybrj.png

ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ გელა უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

უძილაური დუმილის უფლებას იყენებს.

გელა უძილაური 17 მარტს დააკავეს.

15 მარტს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცი მოკლეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.

მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ მოკლული ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ლევან ჯანგველაძეა.

სროლის დროს ჯანგველაძის თანმხლები პირი დაიჭრა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. ფორმულას ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერეს.

ფორმულას მიერ მოპოვებული კადრებით ირკვევა, რომ დამნაშავე ჯანგველაძესა და მასთან ერთად მყოფ პირს ჭავჭავაძის გამზირზე ელოდებოდა, შემდეგ აედევნა და ცეცხლსასროლი იარაღიდან, დაახლოებით 10-ჯერ გაისროლა.

ლევან ჯანგველაძე ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.


close დახურვა