logo
ENG



შსს-მ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი ადამიანი დააკავა

24 მაი 202523:44
3 წუთის საკითხავი
 
2025/05/24/kdzbf0sjsir52a4.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 მარტს თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი ადამიანი, სანდრო წივწივაძე დააკავა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობისას გამოყენებული იარაღი, რომელიც აქამდე კიდევ 2 სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებდა, წივწივაძემ მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა.

"საქმეზე გამოძიება მ.ჯ-ს განზრახ მკვლელობის, მისი დაცვის წევრის მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო გასაღების ფაქტზე სსკ-ის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს", - წერია შსს-განცხადებაში.

დაკავებულს თავისუფლების აღკვეთა 9 წლამდე ვადით ემუქრება.

15 მარტს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცი მოკლეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.

მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ მოკლული ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ლევან ჯანგველაძეა.

მკვლელობაში ბრალდებული გელა უძილაური 17 მარტს დააკავეს. მას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.


close დახურვა