
ამერიკის შეერთბული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რესპუბლიკელ სენატორ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯიმ რიშს აიდაჰოს შტატის არჩევნებში სრულ მხარდაჭერას უცხადებს. ჯიმ რიში MEGOBARI ACT-ის წარმდგენი და საქართველოს მხარდამჭერია.
"სენატორი ჯიმ რიში უზარმაზარ საქმეს აკეთებს, ის აიდაჰოს შესანიშნავ ხალხს წარმოადგენს, შტატს, რომელიც მიყვარს და სადაც დიდი უპირატესტობით გავიმარჯვე 2016, 2020 და 2024 წელს!
როგორც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმი ჩვენი "ამერიკა უპირველეს ყოვლისა" დღის წესრიგის წინსვლისთვის დაუღალავად იბრძვის. ის დაუღალავად შრომობს, რათა გაზარდოს ჩვენი ეკონომიკა, შექმნას შესანიშნავი სამუშაო ადგილები, მტკიცედ დაუჭიროს მხარი ჩვენს ფერმერებს, იბრძოლოს ამერიკის ენერგო დომინაციისთვის, დაიცვას ჩვენი საზღვარი, გააძლიეროს ჩვენი სამხედროები და ვეტერანები, დაიცვას მუდმივი თავდასხმის ქვეშ მყოფი მეორე შესწორება და აღადგინოს მშვიდობა ძლიერების მეშვეობით.
სენატორ ჯიმ რიშს ჩემი სრული და აბსოლუტური მხარდაჭერა აქვს ხელახლა არჩევისთვის, ის გამორჩეული კაცია და ის არასდროს დაგაღალატებთ", - წერს ტრამპი.