logo
ENG



აშშ-ის სასამართლომ რადიო თავისუფლების დაფინანსების შეწყვეტის ბრძანება დროებით შეაჩერა

26 მარ 202510:28
3 წუთის საკითხავი
 
2025/03/26/eh4ebd6xe7xdf6r.png

აშშ-ის სასამართლომ დააკმაყოფილა რადიო თავისუფლების (RFE/RL) მოთხოვნა და დაფინანსების შეწყვეტის ბრძანება დროებით შეაჩერა.

აშშ-ის სასამართლოს თქმით, სააგენტომ არასამართლიანად შეწყვიტა RFE/RL-ის გრანტი. აშშ-ის სასამართლოს მოსამართლე როის ლამბერტი 10-გვერდიან განაჩენში აცხადებს, რომ დროებითი შეჩერების ბრძანება საჭირო იყო, რათა შეჩერებულიყო RFE/RL-ის დახურვა, რადგან მათი განცხადებით, ისინი სავარაუდოდ მოიგებენ საქმის განხილვას.

"USAGM-ის ხელმძღვანელობას არ შეუძლია, ერთი წინადადებით, რომელიც პრაქტიკულად ვერ ხსნის მიზეზს, ძალით გადაწყვიტოს RFE/RL-ის დახურვა, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა მათ ამის შესახებ განუცხადა,"-წერს ლამბერტი.

შემდეგი ნაბიჯი იქნება RFE/RL-ის მოთხოვნის განხილვა , რომელიც ითხოვს USAGM-თვის დაახლოებით 77 მილიონი დოლარის გამოყოფას, რომელიც კონგრესმა გამოყო RFE/RL-ის საქმიანობისთვის 2025 წლის ბიუჯეტში, რაც 30 სექტემბრისთვის სრულდება. მოსამართლე ამ საკითხზე უახლოეს კვირებში იმსჯელებს.

აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM) ვალდებულება აიღო, გამოყოს "რადიო თავისუფლებისთვის"იმ სახსრების ნაწილი, რომელიც კონგრესმა დაამტკიცა.

როგორც "რადიო თავისუფლება" იუწყება, შესაბამისი გადაწყვეტილება ვაშინგტონში აშშ-ის ფედერალურ სასამართლოში იქნა მიღებული, სადაც მედია ორგანიზაციის დაფინანსების შეთანხმების საკითხზე მოსმენა უნდა გაიმართოს.

15 მარტს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია RFE/RL-ის (რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება) ქსელისთვის დაფინანსების სრული გაუქმების შესახებ. მანამდე "ამერიკის ხმის" ჟურნალისტები სამსახურიდან გაათავისუფლეს.

მედია ორგანიზაციებმა დაფინანსების აღსადგენად სარჩელი სასამართლოში შეიტანეს.


close დახურვა