logo
ENG



საელჩო: პატივს მივაგებთ, ვინც საბჭოთა არმიამ თავისუფლებისთვის ბრძოლის გამო იმსხვერპლა

08 აპრ 202522:04
3 წუთის საკითხავი
 
2025/04/08/4fs8309t6m5covc.jpg

საფრანგეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ეროვნული ერთიანობის დღის წინა საღამოს, პატივს მიაგებს მათ ხსოვნას, ვინც საბჭოთა არმიამ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის გამო 1989 წლის 9 აპრილს იმსხვერპლა.

"ეროვნული ერთიანობის დღის წინა საღამოს, საფრანგეთი პატივს მიაგებს იმ ქართველი ქალებისა და კაცების ხსოვნას, რომლებიც საბჭოთა არმიამ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გამო, 1989 წლის 9 აპრილს იმსხვერპლა. საფრანგეთი აგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით დგომას დამოუკიდებლობის, დემოკრატიისა და ევროპისკენ მის სწრაფვაში", - ვკითხულობთ განცხადებაში. 


close დახურვა