logo
ENG



შსს: კახეთში ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი დავაკავეთ

11 აპრ 202511:08
3 წუთის საკითხავი
 
2025/04/11/vaeqbfcrohasinn.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით 1995 წელს დაბადებული მ.ი. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1989 წელს დაბადებული მ.ზ. და 1978 წელს დაბადებული ფ.ნ. დააკავეს.

"სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების საცხოვრებელი სახლებიდან და სპეციალურად მოწყობილი სათბურებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მცენარე "კანაფი" ამოიღეს", - წერს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

ანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 


close დახურვა