logo
ENG



ტრამპი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე: დგება მომენტი, როცა ან უნდა იმოქმედო, ან გაჩუმდე

13 აპრ 202517:34
3 წუთის საკითხავი
 
2025/04/13/hf1k9evie2wh0oj.png

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებები "ნორმალურად მიმდინარეობს", თუმცა მიუთითებს, რომ მალე კონკრეტული შედეგი უნდა დაინახოს.

"ვფიქრობ, რუსეთ-უკრაინის საკითხი კარგად მიდის. ამას ძალიან მალე გაიგებთ. დგება მომენტი, როცა ან უნდა იმოქმედო, ან ჩუმად უნდა იყო. ვნახოთ, რა მოხდება, მაგრამ ყველაფერი კარგად ჩანს," — განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

ტრამპის განცხადება მოჰყვა მის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფის ვიზიტს მოსკოვში, სადაც ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა.


close დახურვა